ბარსელონამ ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობის თხოვნით მიმართა.
მაისში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში ამჟამად მიმდინარე ტურნირზე მონაწილეობას მექსიკური ლეონი ვერ მიიღებს, რადგან კლუბის მფლობელი Grupo Pachuca ასევე ფლობს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გასულ სხვა კლუბს - პაჩუკასაც.
Marca-ს ინფორმაციით, ტურნირზე მონაწილეობის მიღება ბარსელონას სურდა და შესაბამისი თხოვნით ორგანიზატორს, ფიფას მიმართა.
თუმცა, კატალონიელებმა უარი მიიღეს. ფიფას ხელმძღვანელობაში გადაწყვიტეს, რომ გათავისუფლებული ადგილი კვლავ კონკაკაფის წარმომადგენელმა გუნდმა უნდა დაიკავოს.
საბოლოოდ, ლეონის მოკვეთით გათავისუფლებული ადგილი ლოს ანჯელესმა დაიკავა, რომელმაც პლეი-ოფის შეხვედრაში კლუბ ამერიკა დაამარცხა.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი დღეს, 15 ივნისს გამთენიისას, ეგვიპტური ალ აჰლის და ინტერ მაიამის მატჩით გაიხსნა, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა.