მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პარი სენ-ჟერმენთან 4-0 განადგურების შემდეგ, ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ პარიზელთა ფინანსურ შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი.
"პსჟ კარგი გუნდია ახალგაზრდა მოთამაშეებით. როცა ლუის ენრიკეს მარცხენა ვინგერი დასჭირდა, მათ იანვარში კვარაცხელია დაიმატეს 70 მილიონ ევროდ.
პსჟ ჩვენზე უკეთესი იყო, მათ ბურთი წაგვართვეს. მიუხედავად მძიმე მარცხისა, გუნდმა იბრძოლა. მომდევნო 2 მატჩში დადებითი შედეგი უნდა დავაფიქსიროთ." - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.
ატლეტიკო მე-2 ტურში ამერიკულ სიეტლ სანდერსს დაუპირისპირდება, პარი სენ-ჟერმენის მეტოქე კი ბრაზილიური ბოტაფოგო იქნება.
VIDEO: კვარას 2 ასისტი და საგოლე შანსი - პარიზელებმა ატლეტიკო გაანადგურეს