დინამო თბილისის 14-წლამდე გუნდი Vivacom Cup-ის გამარჯვებულია. ბულგარეთში გამართული საერთაშორისო ტურნირი მიხეილ ზაბახიძის გუნდის ტრიუმფით დასრულდა.
ფინალი ბელგრადის პარტიზანთან გაიმართა და დინამოელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა. გამარჯვების გოლი სერბებს შეხვედრის მე-8 წუთზე დემეტრე ბაკურიამ გაუტანა.
აღსანიშნავია, რომ დინამოელებმა ტურნირი გოლგაუშვებლად დაამთავრეს. წინა მატჩები კი ერთნაირი ანგარიშით 2-0 მოიგეს. გუშინ თბილისურმა გუნდმა პაოკს აჯობა. ბერძენთა კარში დუბლი გიორგი ღუნაშვილმა შეასრულა.
მანამდე ლურჯ-თეთრებმა ლისაბონის ბენფიკას მოუგეს ორი უპასუხო გოლით (დემეტრე ჯანაშია, მათე მიქავა), ხოლო იმავე ანგარიშით (დემეტრე ბაკურია, სერაფიმე კაზაროვი) ტურნირის გახსნის დღეს ბუქარესტის სტიაუა დაამარცხეს.
ტურნირის საუკეთესო მეკარედ ნიკოლოზ კაჭახიძე დასახელდა, გათამაშების ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი კი გიორგი ღუნაშვილი გახდა.
Vivacom Cup-ზე ზემოთ ჩამოთვლილი გუნდების გარდა მასპინძელი ლუდოგორეცი (ბულგარეთი), ფენერბაჰჩე (თურქეთი) და ოდილ აჰმედოვის აკადემია (უზბეკეთი) გამოდიოდნენ.