VIDEO: კვარას 2 ასისტი და საგოლე შანსი - პარიზელებმა ატლეტიკო გაანადგურეს
13 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში პარი სენ-ჟერმენი ატლეტიკოს დაუპირისპირდა.
სასტარტო შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანზე 72 წუთი გაატარა და კარგი თამაშიც გამოუვიდა.
პარიზელებმა პირველ ტაიმში 2 გოლის გატანა შეძლეს, ქართველმა კი ორივე მათგანში მოახერხა მონაწილეობის მიღება.
მე-19 წუთზე ხვიჩამ ფაბიან რუისს გაუკეთა საგოლე პასი, ესპანელმა კი საჯარიმოს გარედან დარტყმით აიღო იან ობლაკის კარი.
პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი კვარას პასის შემდეგ, ვიტინიამ დაამწუხრა მადრიდელები.
მეორე ტაიმის დასაწყისში თავად კვარაცხელიასაც შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ქართველის დარტყმული ობლაკმა აიღო და შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა.
მატჩის ბოლოს პარიზელებმა კიდევ 2 გოლი დაამატეს მონაგარს - 87-ე წუთზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლის გამტანმა სენი მაიულუმ გამოიჩინა თავი, დამატებულ მე-7 წუთზე კი კან-ინ ლიმ პენალტის საშუალებით დააფიქსირა საბოლოო ანგარიში (4-0).
ხვიჩა კვარაცხელიამ Sofascore-ის მიხედვით 7.9 შეფასება დაიმსახურა და მატჩში ვიტინიას შემდეგ (8.1) საუკეთესო იყო.
პსჟ მეორე ტურში ბრაზილიურ ბოტაფოგოს დაუპირისპირდება. შეხვედრა 20 ივნისს შედგება.