ნინა მარი დანიელმა (ნინა დრამამ), რომელიც მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოს ეწვია, სოციალურ ქსელში მორიგი პოსტი გამოაქვეყნა.
"საქართველოს სული შემიყვარდა! მებრძოლებით სავსე უძველესი მიწა. ქართველები ამბობენ, რომ სტუმარი ღვთისაა. დამიჯერეთ, როცა ვამბობ: სიყვარული და მისი ძალა ვიგრძენი, მერაბმა კი ყველაზე დიდებული საჩუქარი გამიკეთა.
მე ყოველთვის ზედმეტად "უცნაური" და "განსხვავებული" ვიყავი, მაგრამ მას შემდეგ, რაც MMA/UFC კარიერა დავიწყე, დანა უაითმა, UFC-მ და ჩემმა გულშემატკივრებმა თავი სახლში მაგრძნობინებს. საქართველოც სახლივითაა!
მადლობა მერაბ, შენს ლამაზ ქვეყანაში დაპატიჟებისთვის. ერთი სული მაქვს, როდის გავუზიარებ მსოფლიოს იმ მასალას, რომელიც გადავიღეთ! არასდროს დამავიწყდება ეს გამოცდილება.
ჩემს ხალხს საქართველოში: მადლობა სიყვარულისთვის... ეს ნამდვილად მჭირდებოდა! გაუმარჯოს!" - წერს ნინა სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.