უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომლის მე-4 დღესაც საქართველოს სახელით 3 სპორტსმენი წარსდგა.
ქალთა -63 კგ. წონით კატეგორიაში პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ეთერ ასკილაშვილი, რომლის მეტოქეც ჩინელი ჟინგ ტანგი იყო.
კაცთა - 81 კგ. წონაში ორი ეტაპი წარმატებით გაიარა ზაურ დვალაშვილმა, რომელმაც შვეიცარიელი ბონფერონი და კანადელი გოტიე დრაპო დაამარცხა, თუმცა 1/8 ფინალში ქართველმა დომინიკელ დელ ორბესთან წააგო.
ბოლო 3 მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა, ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) ასპარეზობა თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედათ ალბაირაქთან გამარჯვებით დაიწყო, შემდეგ ტატომ ბულგარელ გეორგი გრამატიკოვს მოუგო.
1/4 ფინალში კი ძალიან დაძაბული დაპირისპირება შედგა გრიგალაშვილსა და ბელგიალ მატიას კასეს შორის. სპორტსმენებმა იუკოები გაცვალეს და შეხვედრა გოლდენ სქორში გადავიდა, სადაც გამარჯვებული შიდოებით გამოვლინდა.
საბოლოოდ მოგება ტატოს დარჩა და ქართველი ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ზელიმ ტკაევი იქნება.
ეთერ ლიპარტელიანმა მორიგი ისტორია დაწერა