უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომლის მე-4 დღესაც საქართველოს სახელით 3 სპორტსმენი წარსდგა.
ქალთა -63 კგ. წონით კატეგორიაში პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ეთერ ასკილაშვილი, რომლის მეტოქეც ჩინელი ჟინგ ტანგი იყო.
კაცთა - 81 კგ. წონაში ორი ეტაპი წარმატებით გაიარა ზაურ დვალაშვილმა, რომელმაც შვეიცარიელი ბონფერონი და კანადელი გოტიე დრაპო დაამარცხა, თუმცა 1/8 ფინალში ქართველმა დომინიკელ დელ ორბესთან წააგო.
ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) ასპარეზობა თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედათ ალბაირაქთან გამარჯვებით დაიწყო, შემდეგ ტატომ ბულგარელ გეორგი გრამატიკოვს მოუგო.
1/4 ფინალში კი ძალიან დაძაბული დაპირისპირება შედგა გრიგალაშვილსა და ბელგიალ მატიას კასეს შორის. სპორტსმენებმა იუკოები გაცვალეს და შეხვედრა გოლდენ სქორში გადავიდა, სადაც გამარჯვებული შიდოებით გამოვლინდა და მოგება ტატოს დარჩა.
ქართველის მეტოქე ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ ტკაევი იყო, რომელიც გრიგალაშვილმა 2 იუკოთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეხუთედ გავიდა.
ტატო ფინალში რუს ტიმურ არბუზოვს დაუპირისპირდა და დამარცხდა. გრიგალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეხუთედ შეძლო მედლის მოპოვება (3 ოქრო, 2 ვერცხლი).
ეს საქართველოსთვის მიმდინარე მსოფლიოზე მე-2 მედალია. ქალებში ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.
ეთერ ლიპარტელიანმა მორიგი ისტორია დაწერა