ანტუან გრიზმანმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში პსჟ-სთან განადგურებაზე ისაუბრა.
ჯგუფის პირველ მატჩში, ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან მადრიდული გუნდი 0:4 განადგურდა.
„გვეგონა, რომ მათთან ისევ ისე ვითამაშებდით, როგორც ეს ჩემპიონთა ლიგაზე გავაკეთეთ [2024 წლის შემოდგომაზე გამართული მატჩი ატლეტიკომ სტუმრად 2:1 მოიგო - ავტ]. თუმცა, ამის გაკეთება სიცხის გამო ბევრად რთული აღმოჩნდა.
2-3 მომენტი იყო, რომელსაც მატჩის ბედის შეცვლა შეეძლო, მაგრამ ფეხბურთი ასეთია და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.
პსჟ-ს ასეთი თამაში არ გაგვკვირვებია. მათთან უკვე ნათამაშები გვაქვს, მუდმივად ვუყურებთ მათ მატჩებს ტელევიზორშიც, ამიტომ მათი პროგრესი მოულოდნელი არ ყოფილა.
ატლეტიკოსთვის დღეს მოედანზე მოულოდნელობა არაფერი ყოფილა. ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. ძალიან სამწუხაროა, რომ წავაგეთ." - აღნიშნა ფრანგმა შემტევმა.
ჯგუფის მე-2 მატჩში ატლეტიკო 20 ივნისს სიეტლ საუნდერსს შეხვდება.