მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მეორე სათამაშო დღის ორი მატჩი უკვე გაიმართა.
დღის პირველ შეხვედრაში ბრაზილიურმა პალმეირასმა და პორტუგალიურმა პორტომ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს - შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.
მეორე მატჩში ერთმანეთს ბრაზილიური ბოტაფოგო და ამერიკული სიელტ საუნდერსი დაუპირისპირდნენ და აქ მაყურებელმა გოლები უკვე იხილა - ბრაზილიურმა გუნდმა, რომელიც მატჩამდე ისედაც ფავორიტი იყო, აღნიშნული სტატუსი გაამართლა და 2:1 იმარჯვა.
დღის ბოლო შეხვედრა კი საღამოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება - ლონდონის ჩელსი ამერიკულ ლოს ანჯელესს დაუპირისპირდება და როგორც ჯგუფში, ისე დღევანდელ მატჩში, აშკარა ფავორიტის სტატუსის გამართლებას შეეცდება.