მადრიდის რეალი აშშ-ში იმყოფება და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის ემზადება.
სამეფო კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი, ჩაბი ალონსო წვრთნის, რომელმაც გუნდი ოფიციალურად დაახლოებით ერთი თვის წინ ჩაიბარა.
ესპანური პრესის ინფორმაციით, ალონსო ვარჯიშებზე ძალიან მომთხოვნია და ყველა ფეხბურთელთან ერთი კონკრეტული მოთხოვნა აქვს:
„ვინც არ დარბის და არ ინდობებს - ის არ თამაშობს." - აღნიშნული მესიჯი რეალის ბოლოდროინდელ ვარჯიშებზე საკმაოდ ხშირად ისმის.
ალონსოს სურს, მისი გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი მონაწილეობდეს პრესინგში და არ იქნება საკმარისი უბრალოდ ბურთის ლოდინი გოლის გასატანად. ყველა ბურთისთვის ბრძოლაა საჭირო.
თავის პირველ მატჩს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე რეალი ზეგ, 18 ივნისს, ალ ჰილალის წინააღმდეგ გამართავს.