ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

რეალი 2026 წლის სატრანსფერო ფანჯრისთვის უკვე ემზადება
ფეხბურთიფეხბურთი

რეალი 2026 წლის სატრანსფერო ფანჯრისთვის უკვე ემზადება

15 ივნ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

მადრიდის რეალის სპორტული დირექტორები უკვე ეძებენ მომავალ ალექსანდრ-არნოლდს, ალაბას, რუდიგერს ან მომდევნო კილიან მბაპესაც კი


ტრენტ ალექსანდ არნოლდი სულ ცოტა ხნის წინ ახლოდან გაეცნო მადრიდის რეალის სახლს და დაათვალიერა ჩემპიონთა ლიგის 15 თასი - ზუსტად ამდენივე თვის განმავლობაში მუშაობდა კლუბი ინგლისელის ტრანსფერზე, რომელიც რამოდენიმე კვირის წინ გახდა რეალობა. ტრანსფერების ეს ტაქტიკა მადრიდში ძალიან მოსწონთ და უკვე მუშაობენ იმ ფეხბურთელების სიაზე, რომლებმაც გუნდი 2026-27 წლების სეზონისთვის უნდა გააძლიერონ.


ტრენტის მსგავსად, რეალმა ალაბა და რუდიგერიც იგივე გზებით მოიყვანა - მცველები ყოფილ კლუბებთან კონტრაქტის ამოწურვას დაელოდნენ და მადრიდულ კლუბთან ხელშეკრულება თავისუფალი აგენტის სტატუსით გააფორმეს. მბაპესთან ერთად ჯამში ჩაბი ალონსოს რეალში ოთხი ასეთი ფეხბურთელი მოგვევლინება.


ეს დამთხვევა არ არის, ამ ფეხბურთელების ტრანსფერებზე მუშაობა რეალმა დიდი ხნით ადრე დაიწყო. რა თქმა უნდა, ასეთი მცდელობები ყოველთვის წარმატებით არ სრულდება - მაგალითად, წარუმატებელი იყო ალფონსო დეივსის შემთხვევა, რომელმაც ესპანურ კლუბთან მოლაპარაკებები თავისი მოქმედი გუნდისგან უკეთესი კონტრაქტის მისაღებად გამოიყენა და ბაიერნისგან ძალიან სარფიანი შემოთავაზება მიიღო, რომელმაც მიუნხენურ გიგანტს ფინანსური პრობლემებიც კი შეიძლება შეუქმნას.



გუნდებს მადრიდის რეალის ეშინიათ. მათ იციან რომ თუ კონტრაქტის დასასრულთან ახლოს მყოფი ფეხბურთელით რეალი დაინტერესდა, მხოლოდ ორი გამოსავალი რჩება - ან მოთამაშე თეთრებს შეუერთდება, ან მისი გუნდში დატოვება ძალიან ძვირი გამოდგება. ასეთი პრობლემა უდგას ლივერპულს იბრაჰიმა კონატესთან, ცენტრალური მცველის კონტრაქტი მალე იწურება და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მან ლივერპულს უარი ერთხელ უკვე უთხრა.


ლივერპულის დირექტორები გრძნობენ, რომ ტრენტის სიტუაცია, რომელსაც რეალი სრულიად უფასოდ იმატებდა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი რომ არა, შესაძლოა მომდევნო ზაფხულშიც განმეორდეს. ასე მუშაობს ხუნი კალაფატის გუნდი, ძალიან ნელა, მოთმინებით და ეფექტურად.


კიდევ ბევრი ფეხბურთელია, რომელსაც კონტრაქტი მალე ეწურება. გამოუცდელი ახალგაზრდებიც და რაც მთავარია ვეტერანებიც, რომლებმაც კარგად იციან რომ მადრიდის რეალი დიდ ინვესტიციებს მხოლოდ ამომავალ ტალანტებში დებს, დანარჩენ ფეხბურთელებს კი შეუძლიათ კონტრაქტის ამოწურვას დაელოდონ და ასე დაუკავშირონ თავიანთი მომავალი მადრიდულ კლუბს


თუმცა, არიან ახალგაზრდა ფეხბურთელებიც - მაგალითად მოსკერა და მაილს ლუის-სკელი, რომელთა კონტრაქტებსაც რეალი აქტიურად აკვირდება. თუმცა, მომდევნო ზაფხულის მთავარ მიზნად ამ მომენტისთვის მადრიდელები კონატეს ისახავენ

გიორგი ლემონჯავა

გიორგი ლემონჯავა

ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი
ჩაბი ალონსო
რეალი
ფლორენტინო პერესი
კონატე

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

13 დეკ, 2025

ფლიკი: "ალონსო? მე მარტო ბარსელონაზე ვლაპარაკობ"

News image

13 დეკ, 2025

ალონსო: "არბელოას შეუძლია რეალის მწვრთნელი გახდეს"

News image

12 დეკ, 2025

სასიცოცხლოდ მოსაგები მატჩი დაცვის, ვალვერდეს და მბაპეს გარეშე — ალონსო შარშია

News image

11 სთ წინ

VIDEO: ალონსოს გაშვება გადაიდო — რეალმა უმძიმესი მატჩი როდრიგოს გოლით მოიგო

კომენტარები

ფლიკი: "ალონსო? მე მარტო ბარსელონაზე ვლაპარაკობ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფლიკი: "ალონსო? მე მარტო ბარსელონაზე ვლაპარაკობ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალონსო: "არბელოას შეუძლია რეალის მწვრთნელი გახდეს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალონსო: "არბელოას შეუძლია რეალის მწვრთნელი გახდეს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სასიცოცხლოდ მოსაგები მატჩი დაცვის, ვალვერდეს და მბაპეს გარეშე — ალონსო შარშია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სასიცოცხლოდ მოსაგები მატჩი დაცვის, ვალვერდეს და მბაპეს გარეშე — ალონსო შარშია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ალონსოს გაშვება გადაიდო — რეალმა უმძიმესი მატჩი როდრიგოს გოლით მოიგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ალონსოს გაშვება გადაიდო — რეალმა უმძიმესი მატჩი როდრიგოს გოლით მოიგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი