ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, ჩაბი ალონსოს სიტუაციაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
რეალის თავკაცი გათავისუფლების პირად დგას, ბოლო 9 მატჩში გუნდს მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს.
„ლა ლიგისთვის დიდი ბრძოლა იქნება, ჯერ მხოლოდ დეკემბერია და უამრავი რამ არის გასაკეთებელი. მთავარია საკუთარ თავს უყურო და ეძებო ის, რისი გაუმჯობესებაც შეგიძლია.
საჭირო განწყობა მაშინ გაქვს, როცა არ კმაყოფილდები მიღწეულით. სეზონის ბოლო გვაჩვენბეს, რა დავიმსახურეთ.
— თქვენთვის გასაგებია სიტუაცია, რომელშიც ჩაბი ალონსო აღმოჩნდა?
ჩვენ ბარსელონაზე ვართ ორიენტირებულები და არა რეალზე. 100 პროცენტით. მე მარტო ბარსელონაზე ვფიქრობ.
— ჩაბი ალონსოს შემხედვარე, ხომ არ ფიქრობთ, რომ ფეხბურთში მოთმინების ნაკლებობაა?
ეს კლიშეა, ამაზე უფრო მეტია სალაპარაკო, თუმცა რეალზე არ მინდა ლაპარაკი. მხოლოდ ბარსელონაზე.