ლა ლიგის მე-16 ტურში ბარსელონამ საკუთარ მოედანზე ალავესი დაამარცხა.
კამპ ნოუზე გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
პირველი ტაიმი უგოლო ფრედ დასრულდა — ფერან ტორესის გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა და გუნდები შესვენებაზე თანაბარი ანგარიშით გავიდნენ.
შესვენების შემდეგ კი დუბლი რაფინიამ მიითვალა და ბარსას ლა ლიგაში ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოუტანა.
ბარსელონამ 43 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან რეალს 7 ქულით გადაუსწრო, რომელიც თავის მატჩს ხვალ ალავესის წინააღმდეგ გამართავს.
1-0 რაფინია 70'
2-0 რაფინია 86'