უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში ბარსელონამ კამპ ნოუზე აინტრახტს უმასპინძლა.
ანგარიში 21-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. ფრანკფურტელები ანსგარ კნაუფმა დააწინაურა.
ბარსელონამ მეორე ტაიმში თამაშის მოტრიალება შეძლო. 50-ე და 53-ე წუთებზე გატანილი გოლებით ჟულ კუნდემ დუბლი შეასრულა და საბოლოოდ ბარსელონას 3 ქულა მოუპოვა.
ფრანგ მცველს პირველ შემთხვევაში პასი მარკუს რაშფორდმა გაუკეთა, მეორე გოლის დროს კი - ლამინ იამალმა.
ამ მოგებით ბარსელონას 10 ქულა დაუგროვდა და ლაივ ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფება, აინტრახტი კი 4 ქულით 30-ე პოზიციას იკავებს.