ჩაბი ალონსომ მადრიდის რეალიდან შესაძლო გაშვებაზე ალავესთან მატჩის წინ ისაუბრა.
„კარგი მატჩი სიტისთან? წაგებებს ვერ ვიზეიმებთ, თუმცა ბევრი რაღაც კარგად გავაკეთეთ. ჩვენს თამაშში არაერთი პოზიტიური რამ შევნიშნე, რაც მომავალში გამოგვადგება.
სიტისთან მატჩის შემდეგ არცერთი ჩვენი ფეხბურთელი არ დაშავებულა. მბაპეც დაბრუნდა მწყობრში და მზად არის სათამაშოდ, თუმცა მის მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას მხოლოდ ხვალ მივიღებთ.
მიუხედავად დიდი დანაკლისისა, მოსაგებად საკმარისი ძალა გაგვაჩნია. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის.
3 დისკვალიფიცირებული და რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, ამიტომ მათ ადგილს განაცხადში კასტილიას მოთამაშეები დაიკავებენ. ხვალ ითამაშებს მარტო ის, ვინც ამისთვის ბოლომდე იქნება მზად.
შესაძლო გაშვება ხვალ ვერ მოგების შემთხვევაში? მთავარი არის გუნდი და კლუბი. გვინდა შექმნილი ვითარება საკმაოდ კონკურენტუნარიან მეტოქესთან მოგებით შემოვატრიალოთ.
ბენზემამ თქვა, რომ გასახდელში ლიდერი გვაკლია? ჩვენ ყოველთვის ერთიანები ვართ როგორც ცუდ, ისე კარგ დროს. თუ შექმნილ პრობლემებს გადავლახავთ, უფრო გავძლიერდებით. გასახდელში არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი გვყავს.
ჩემი ხედვით, გასახდელთან სულ კარგი ურთიერთობა მქონდა და ერთ ტალღაზე ვართ. ყველას ერთიანი მიზანი გვჭირდება.
ველაპარაკე თუ არა პერესს სიტისთან მატჩის შემდეგ? მადრიდში დაბრუნების შემდეგ ფლორენტინოს და ხელმძღვანელობის სხვა წევრებს ბევრს ვესაუბრები.
არბელოასთან ჩემი გაშვების შემთხვევაში მის დანიშვნაზე არ მისაუბრია. მიმაჩნია, რომ ალვაროს შეუძლია რეალის მწვრთნელი გახდეს მომავალში."