VIDEO: ალონსოს გაშვება გადაიდო — რეალმა უმძიმესი მატჩი როდრიგოს გოლით მოიგო
11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის მე-16 ტურში მადრიდის რეალმა სტუმრად ალავესი 2:1 დაამარცხა.
ამ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა იმის ფონზე ენიჭებოდა, რომ ვერ მოგების შემთხვევაში ჩაბი ალონსოს მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დაატოვებინებდნენ.
თუმცა, რეალმა მძიმე ბრძოლაში შეძლო სამი ქულის მოპოვება.
ანგარიში 24-ე წუთზე კილიან მბაპემ ულამაზესი დარტყმით გახსნა. 70-ზე მასპინძლებმა ცვლილებაზე შემოსული კარლოს ვისენტეს გოლით შეძლეს წონასწორობის აღდგენა და ალონსოს მდგომარეობა დაამძიმეს.
თუმცა, 76-ე წუთზე ვინისიუსის შესანიშნავ მოქმედებას როდრიგოზე საგოლე პასი მოჰყვა, რომელსაც ცარიელ კარში ბურთის გადაგზავნა აღარ გასჭირვებია - ბრაზილიელმა ხანგრძლივი უგოლო სერიის შემდეგ, ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო თავის გამოჩენა.
რეალმა 3 ქულა მოიპოვა და ბარსელონასთან სხვაობა კვლავ 4 ქულამდე შეამცირა.