ჰაკან ჩალჰანოღლუმ კარიერა შესაძლოა თურქულ გალათასარაიში გააგრძელოს.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, სტამბოლურმა კლუბმა თურქი ნახევარმცველის სანაცვლოდ ინტერს 30 მილიონი ევრო შესთავაზა.
თუმცა, მილანელები ჰაკანს 40-ზე მეტ მილიონად აფასებენ. კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, გალათასარაი აპირებს ბოლომდე სცადოს იმ ფეხბურთელის დამატება, რომელიც ბავშვობიდან მათი ქომაგია.
2024/25 სეზონში ჩალჰანოღლუმ ინტერის მაისურით სერია ა-ში 29 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.
31 წლის ჩალჰანოღლუს პროფესიონალურ დონეზე თურქეთის ლიგაში არასდროს არ უთამაშია, ის გერმანული კარლსრუეს აღზრდილია, საიდანაც ჯერ ჰამბურგში გადავიდა, შემდეგ ლევერკუზენში, ბოლოს კი მილანის გავლით ინტერში აღმოჩნდა.