გიორგი მიქაუტაძის ყოფილი თანაგუნდელი, რაიან შერკი, რომელიც სულ ახლახანს მან სიტის ფეხბურთელი გახდა, მან იუნაიტედთან რევანშზე საუბრობს.
შერკი თავის ყოფილ გუნდთან ერთად მანჩესტერ იუნაიტედს ევროპა ლიგის 1/4 ფინალში შეხვდა, პირველი მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, საპასუხოში კი ფრანგები დამატებით დროში 4:2-ს იგებდნენ, თუმცა სამი გოლი გაუშვეს და 4:5 დამარცხდნენ.
„მან სიტიში ყველა მატჩის მოსაგებად ჩამოვედი.
არ მომეწონა, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა ლიონი დაამარცხა, იმიტომ რომ მე ლიონელი ვარ.
ახლა, მოუთმენლად ველოდები იუნაიტედთან თამაშს, რათა გავანადგურო." - აღნიშნა მან სიტის ახალწვეულმა.
21 ფრანგი ფეხბურთელი მან სიტის 36.5 მილიონ ევროდ შეუერთდა, კიდევ 5 მილიონი კი სხვადასხვა ბონუსებით იქნება გათვალისწინებული, ქალაქელებმა მას 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.