იურგენ კლოპის ყოფილი დამხმარე პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა.
მან სიტიმ მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ პეპ ლეინდერსის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა. მის გარდა, გვარდიოლას შტაბს შეუერთდა სტანდარტული მდგომარეობების მწვრთნელი ჯეიმს ფრენჩიც, რომელიც აქამდე ლივერპულში მუშაობდა.
რეინდერსმა ლივერპული 2024 წელს კლოპთან ერთად დატოვა, რის შემდეგაც რედ ბულ ზალცბურგი ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 28 მატჩში 13 გამარჯვება მოიპოვა, 7-ჯერ ფრე ითამაშა და 8-ჯერ დამარცხდა.