გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელი რაიან შერკი კარიერას ლიონიდან მან სიტიში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებმა სრულ შეთანხმებას მიაღწიეს - სიტი 21 წლის ფრანგ ფეხბურთელში 35 მილიონ ევროს გადაიხდის, შეთანხმება ითვალისწინებს გარკვეულ ბონუსებსაც.
მან სიტი ამჟამად ყველა საჭირო საბუთს ამზადებს იმისთვის, რომ შერკიმ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მიიღოს მონაწილეობა, რომელიც 14 ივნისს იწყება.
უშუალოდ კლუბთან ფრანგი ფეხბურთელი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.