ფრანგი მცველი კლემან ლენგლე კარიერას მადრიდის ატლეტიკოში გააგრძელებს.
ფეხბურთელმა ბარსელონასთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და ატლეტიკოს 2028 წლამდე შეუერთდა.
29 წლის ლენგლე ბარსელონას 2018 წლიდან ეკუთვნის, თუმცა ბოლო წლები იჯარით გაატარა ჯერ ტოტენჰემში, შემდეგ ასტონ ვილაში, ბოლოს კი სწორედ ატლეტიკოში, სადაც ფეხი კარგად მოიკიდა და დიეგო სიმეონეს გუნდში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა.