რაიან აიტ-ნური მან სიტის ფეხბურთელია.
ქალაქელებმა ალჟირელი მარცხენა მცველის ტრნასფერი ოფიციალურად დაადასტურა, მხარეებმა კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვულვერჰემპტონი 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს მიიღებს.
აიტ-ნური პრემიერ ლიგაში 2020/21 სეზონიდან თამაშობს და 135 მატჩში 11 საგოლე გადაცემა მიითვალა, საიდანაც 7 - ახლახანს დასრულებულ სეზონში.
უახლოეს პერიოდში სიტი დაადასტურებს ტიჯანი რეინდერსის და რაიან შერკის ტრანსფერებსაც.