ალვარო კარერასი მადრიდის რეალის მაისურით მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.
The Athletic-ის ინფორმაციით, მადრიდელებს ბენფიკასთან 22 წლის მარცხენა მცველის ტრანსფერზე შეთანხმება საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე სურდა, თუმცა კლუბები ფასზე ვერ მორიგდნენ.
გუშინ ესპანელი ფეხბურთელი აშშ-ში თავის მოქმედ კლუბთან ერთად გაემგზავრა და სავარაუდოდ, სწორედ ბენფიკას მაისურით ითამაშებს მოახლოვებულ ტურნირზეც.
მიუხედავად ამისა, რეალი ტრანსფერზე უარის თქმას არ გეგმავს და კლუბებს შორის ზაფხულის განმავლობაში მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მოსალოდნელია.
კარერასმა პორტუგალიის ჩემპიონატის 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 3 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა, მისი ბენფიკა კი მე-2 ადგილს დასჯერდა.