ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფრანკ მასტანტუონო კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს.
არგენტინელი ტალანტი სამეფო კლუბთან 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
რეალი რივერ პლეიტს ჯამში 45 მილიონ დოლარს გადაუხდის.
ფორმალური ნაბიჯები მომდევნო კვირაში გადაიდგმება, რივერ პლეიტს სურს, რომ ფრანკომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ითამაშოს და რეალს აგვისტოში შეუერთდეს.
მასტანტუონოს გადაბირება პარი სენ-ჟერმენსაც სურდა, თუმცა 17 წლის არგენტინელი კარიერას მადრიდში გააგრძელებს.
ფრანკო რამდენიმე დღის წინ 21-ე საუკუნეში არგენტინის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა, მან ლიონელ მესისა და სერხიო აგუეროს შედეგი გააუმჯობესა.