ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ჯობ ბელინგემი კარიერის დორტმუნდის ბორუსიაში გააგრძელებს.
გერმანული კლუბი სანდერლენდს 33 მილიონ ევროს + 5 მილიონს ბონუსების სახით გადაუხდის, მომდვენო ტრანსფერიდან კი ინგლისელებს 15% ერგებათ.
ეს სანდერლენდის ისტორიაში რეკორდული გასხვისებაა. მათ პირველი შეთავაზება 20 მილიონი ევროს ოდენობით უარით გაისტუმრეს.
ჯობ ბელინგემი კი თავისი ძმის, ჯუდის კვალს მიჰყვება და ინგლისიდან კარიერას დორტმუნდში გააგრძელებს.
19 წლის ჯობმა ჩემპიონშიფის გასულ სეზონში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა, სანდერლენდი კი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა.