მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ სიტის ოფიციალური განცხადებით, ერლინგ ჰალანდმა კლუბთან ახალი კონტრაქტი 2034 წლამდე გააფორმა.
"ძალიან ბედნიერი ვარ ახალი კონტრაქტის გაფორმებით და იმ შესაძლებლობით, რომ ამ დიდებულ კლუბში მეტ დროს გავატარებ. მანჩესტერ სიტი განსაკუთრებული კლუბია, სავსე ფანტასტიკური ხალხით და საოცარი გულშემატკივრებით. აქ ისეთი გარემოა, რომელიც ყველას ეხმარება თავის საუკეთესოდ წარმოჩენაში.
ასევე მადლობა მინდა ვუთხრა პეპს, მის სამწვრთნელო შტაბს, ჩემს გუნდელებსა და ყველას კლუბში, რადგან ისინი ძალიან დამეხმარნენ ბოლო წლებში. ისინი ამ ადგილს განსაკუთრებულს ხდიან. მინდა, რომ განვითარება გავაგრძელო, კვლავ ვიმუშაო და უკეთესი გავხდე, რათა ერთად მეტ წარმატებას მივაღწიოთ." - განაცხადა ნორვეგიელმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
მოთამაშის ანაზღაურების მიხედვით ეს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელშეკრულება იქნება. ჰალანდი სიტის ისტორიაში რეკორდულ ანაზღაურებას მიიღებს. ხელშეკრულებაში გამოსასყიდი პუნქტი 2029 წლიდან გააქტიურდება, თუმცა ხელმისაწვდომი მხოლოდ დიდი თანხის შემთხვევაში იქნება.
ნორვეგიელი სიტის 2022 წელს დოტმუნდიდან შეუერთდა და გუნდთან ერთად პრემიერ ლიგა (2-ჯერ), FA თასი, ქომუნითი შილდი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერ თასი მოგიო
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები