3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლამინ იამალი ბარსელონას წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ვინგერი ალდო როვირას სახელობის ჯილდო მიიღო, რომელიც უკვე 15 წელია გადაიცემა.
გამარჯვებული გამოვლინდა ჟიურის მიერ, რომელშიც სხვადასხვა გამოცემების ჟურნალისტები შედიოდნენ.
იამალი ამ ჯილდოს მფლობელი კარიერაში პირველად გახდა. რეკორდი ლეო მესის ეკუთვნის, რომელიც ბარსას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად 6-ჯერ დასახელდა.
ეს ჯილდო ბარსელონას აწ უკვე ყოფილმა დირექტორმა, ხოსეპ როვირამ თავისი გარდაცვლილი შვილის, ალდოს საპატივცემლოდ დააარსა, რომელიც 37 წლის ასაკში, 2009 წელს გარდაიცვალა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები