-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურში ბარსელონამ მონჟუიკის სტადიონზე ვალენსია მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა. სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც ეს მატჩი მალე ექნება დასავიწყებელი.
კატალონიელებმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს და მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანეს.
ყველაფერი მე-3 წუთზე ფრენკი დე იონგის გოლით დაიწყო, მე-8 წუთზე სხვაობა ორამდე ფერან ტორესმა გაზარდა, მე-14 წუთზე რაფინიამ გამოიჩინა თავი, 24-ე წუთზე ფერმინ ლოპესმაც გაიტანა თავისი გოლი, ტაიმის ბოლოს კი ამ უკანასკნელმა დუბლი შეასრულა.
59-ე წუთზე ვალენსიამ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო. ანგარიში 5-1 უგო დურომ გახადა, თუმცა ბარსელონა არც ამის შემდეგ გაჩერებულა. 66-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა რობერტ ლევანდოვსკიმ მე-17 გოლი მიითვალა ლა ლიგის ამ სეზონში.
75-ე წუთზე კი მამარდაშვილს თანაგუნდელმა, ტარეგამაც გაუტანა გოლი და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა (7-1).
ბარსელონამ 42 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება, ლიდერ რეალს 49 ქულა აქვს, მეორეადგილოსან ატლეტიკოს კი - 45. ვალენსია კი 16 ქულით მე-19 ადგილზე რჩება და უსაფრთხო ზონას 4 ქულით ჩამორჩება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები