მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 21-ე ტურში მადრიდის რეალმა სტუმრად ვალიადოლიდი გაანადგურა.
შეხვედრა სამეფო კლუბის გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
სამივე გოლი რეალის რიგებში კილიან მბაპემ გაიტანა, რომელმაც 30-ე წუთზე ანგარიში ბელინგემის პასით გახსნა, 57-ზე როდრიგოს ასისტის შემდეგ შეძლო მეტოქის კარის აღება, მატჩის მიწურულს კი დანიშნული თერთმეტმეტრიანი იდეალურად შეასრულა და რეალის მაისურით პირველი ჰეთ-ტრიკი გაიფორმა.
90-ე წუთზე, საჯარიმოში ბელინგემზე დაჯარიმების გამო, ვალიადოლიდის ფეხბურთელმა მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
რეალმა ატლეტიკოს ფეხის დაცდენით ისარგებლა, 21 მატჩის შედეგად 49 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა +4 ქულით გაიმყარა. მესამე ადგილზე ბარსელონაა 39 ქულით, რომელიც თავის მატჩს მოგვიანებით, ვალენსიასთან გამართავს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები