-
Aa
+
ფონტის ზომა
კილიან მბაპემ ლა ლიგის ბომბარდირთა დავა ძალიან საინტერესო გახადა.
რამდენიმე კვირის წინ, რობერტ ლევანდოვსკი ყველას სოლიდური უპირატესობით უსწრებდა, თუმცა ფრანგი ბოლო პერიოდში დიდებულ ფორმაში შევიდა და პოლონელის შემცირებული შედეგიანობის ფონზე, მასთან ჩამორჩენა შეამცირა.
ვალიადოლიდთან შესრულებული ჰეთ-ტრიკით მბაპეს ლა ლიგაში 15 გოლი დაუგროვდა და ის ბარსელონას ცხრიანს ახლა უკვე მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება.
ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილს რაფინია იკავებს 11 გოლით, თუმცა როგორც ჩანს, პიჩიჩისთვის ბრძოლა სწორედ ლევანდოვსკისა და მბაპეს შორის გაიმართება.
თავის მატჩს ამ ტურში ლევანდოვსკი ვალენსიას წინააღმდეგ გამართავს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები