Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ილია თოფურიას სანტიაგო ბერნაბეუზე UFC-ს ჩემპიონობისთვის განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით დახვდებიან.
თავად ქართველმა სპორტსმენმა ესპანურ მედიასთან დაადასტურა, რომ კვირას ის ფლორენტინო პერესს შეხვდება და რეალი - სევილიას მატჩს გახსნის.
თოფურიას სტადიონზე გულშემატკივრები ოვაციების თანხლებით დახვდებიან, შემდეგ ის ბურთზე მატჩის პირველ დარტყმას განახორციელებს და თამაშს თვალს VIP ადგილიდან მიადევნებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს ამბავი ილიასთვის ასევე იმიტომ არის, რომ კვირას რეალის მეტოქე სევილია იქნება - სერხიო რამოსის ამჟამინდელი გუნდი, რომელსაც თოფურია თავის მეგობრად და ბავშვობის კუმირად ასახელებს, თავად ლეგენდარული მცველი ილიას ყველა ბრძოლის წინ მხარდაჭერას უცხადებს ხოლმე.
კომენტარები
2 საათის წინ
7 საათის წინ
5 საათის წინ
5 საათის წინ