ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, 2025 წელს UFC-ში შესრულებული საუკეთესო ნოკაუტისთვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო.
თოფურიას ეს ჯილდო ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ მოპოვებული ეფექტური გამარჯვებისთვის გადაეცა.
აღნიშნული დაპირისპირება 2025 წლის 28 ივნისს, ლას ვეგასში გამართულ UFC 317-ზე შედგა.
თოფურიამ ოლივეირა პირველივე რაუნდის მეორე წუთის შემდეგ ნოკაუტით დაამარცხა, მსუბუქი დივიზიონის (70 კგ) საჩემპიონო ქამარს დაეუფლა და UFC-ის ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა.