1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რეიმსთან მატჩის შემდეგ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და მატჩიც შეაფასა.
"კვარაცხელია? ყველა შემტევც შეუძლია ნებისმიერ პოზიციაზე თამაში. მისთვის რთული პირველი მატჩი გამოდგა. ის კარგი იყო და რაღაცები შეგვმატა. მან უნდა გაიცნოს თანაგუნდელები და მეტოქები. იმედი გვაქვს, რომ ეს დიდებული თავგადასავლის დასაწყისია.
ჩემპიონთა ლიგის ორ მატჩს შორის ჩემპიონატის შეხვედრა ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით რეიმსის მსგავს მეტოქესთან, რომელიც თავს ძალიან კარგად იცავს. ჩვენ მეორე ტაიმი საუკეთესოდ დავიწყეთ. რეიმსი საშიში გუნდია, რომელიც ბევრს აწვდის და თავს კარგად იცავს.
ბურთს ვფლობდით, მაგრამ სივრცეების შექმნა რთული იყო. ამ მატჩში ჩვენ ჩვეულებრივზე ნაკლები შანსი გვქონდა." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო მატჩი პსჟ-სა და რეიმსს შორის 1-1 დასრულდა. ქართველმა შემტევმა საგოლე გადაცემა მიითვალა, რომელიც გოლად უსმან დემბელემ აქცია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები