-
Aa
+
ფონტის ზომა
ფრანგული Foot Mercato-ს ჟურნალისტის, სანტი აუნას ცნობით, ლიონმა არაბულ ნეომთან შეთანხმებას მიაღწია და საიდ ბენრაჰმა კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.
ალჟირელი შემტევის სანაცვლოდ ლიონი 15 მილიონ ევროს მიიღებს, თავად მოთამაშე კი ახალ კლუბთან 2.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. აღსანიშნავია, რომ ნეომი საუდის არაბეთის რანგით მეორე ლიგაში თამაშობს და პრო ლიგაში დაწინაურების ერთ-ერთი კანდიდატია.
ოლიმპიკმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მაქსენს კაკერეს, გიფტ ორბანისა და ჯეფინიოს გაყიდვით უკვე გამოიმუშავა 30 მილიონი ევრო.
გავრცელებული ინფორმაციით, ასევე არსებობს შეთანხმება რაიან შერკისთან. თუ ლიონი მის სანაცვლოდ 23-მილიონიან შეთავაზებას მიიღებს, მაშინ კლუბი მის გაშვებას უნდა დათანხმდეს.
შეგახსენებთ, რომ ლიონელებს ფინანსური პრობლემები აქვთ და ფეარ პლეის დაცვისთვის ტრანსფერებიდან შემოსავალი სჭირდებათ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები