-
Aa
+
ფონტის ზომა
კლუბების ოფიციალური განცხადებების მიხედვით, დინამო თბილისსა და უნგრულ ფეჰერვარს შორის ალექსანდრე კალანდაძის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.
ქართველი მცველი ფეჰერვარს იჯარის წესით შეუერთდება, უნგრულ კლუბს კი ზაფხულში მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. 23 წლის მოთამაშე ახალ კლუბში 5-ნომრიან მაისურს მოირგებს.
კალანდაძისთვის უნგრეთში თამაში უცხო არ არის. ის 2020-21 წლების სეზონში დიოშგიორში იჯარის წესით ასპარეზობდა.
ახალგაზრდა მცველი დინამო თბილისის აღზრდილია და გუნდის კაპიტანიც იყო. მას საქართველოს ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.
ფეჰერვარი უნგრეთის 12-გუნდიან ჩემპიონატში 17 ტურის შემდეგ 21 ქულით მე-7 ადგილზეა. აღნიშნული კლუბში თავის დროზე ბუდუ ზივზივაძეც თამაშობდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები