Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგში 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ფეხბურთელმა ნომრის შესახებ სურვილი კლუბს აცნობა და სპორტინგმაც დაუდასტურა.
14 ნომერი ქოჩორასთვის განსაკუთრებულია. ამ ნომრით ითამაშა სადებიუტო მატჩი ეროვნულ ნაკრებში და ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატიც საქართველოში.
ქართველმა ნახევარმცველმა პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.
"პატარაობაში ამაზე ვოცნებობდი" - ქოჩორაშვილის ინტერვიუ სპორტინგის გვერდთან