The Athletic-ის ჟურნალისტის, დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, მოჰამედ კუდუსი ტოტენჰემში ითამაშებს.
მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ვესტ ჰემი 55 მილიონ ფუნტს მიიღებს. კუდუსს მხოლოდ ტოტენჰემში თამაში სურდა და ახალ კლუბთან 6-წლიანი კონტრაქტს გააფორმებს.
კუდუსის სამედიცინო შემოწმება ლონდონში ხუთშაბათს ჩაინიშნა, შემდეგ კიმ ხარეები კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებენ.
24 წლის შემტევმა პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 32 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
კუდუსი ვესტ ჰემში 2023 წელს აიაქსიდან გადავიდა, 2020 წლამდე კი ის ნორდშელანდის მოთამაშე იყო.