ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, როდრიგოს მომავალთან დაკავშირებით მხარეებს შორის შეხვედრა შემდეგ კვირაში შედგება.
მადრიდის რეალი მზად არის, რომ ბრაზილიელ მოთამაშეს გუნდიდან წასვლის ნება მისცეს და საბოლოო გადაწყვეტილებას მას დაუტოვებს.
როდრიგო ალ ნასრს არ შეუერთდება, გავრცელებული ცნობების მიუხედავად ის საუდის არაბეთში წასვლას არ განიხილავს.
ბრაზილიელი შემტევის სრული კონცენტრაცია ევროპაზე იქნება, რამდენიმე დღის წინ დაიწერა ლონდონის არსენალის ინტერესზეც მის მიმართ.
24 წლის მოთამაშეს რეალთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, ის მადრიდულ კლუბს 2019 წელს ბრაზილიური სანტოსიდან შეუერთდა.