ჩელსის ნიკოლას ჯექსონის სანაცვლოდ ცხრანიშნა თანხის მიღება სურს.
Daily Mail-ის ინფორმაციით, ლონდონური კლუბი 24 წლის ფორვარდს 100 მილიონ ფუნტად აფასებს.
ეს ფაქტი თავადვე ამბობს იმას, რომ ჩელსი ფეხბურთელის გაყიდვას არ ჩქარობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ზაფხულს მის პოზიციაზე უკვე ორი ფეხბურთელი - ლიამ დელაპი და ჟოაო პედრო მოიყვანეს.
ჯექსონის მიმართ ინტერესს მილანი იჩენს, რომელიც ამ თანხის გადახდას ფეხბურთელის სანაცვლოდ არ აპირებს.
თავად ჩელსიმ ჯექსონი ვილიარეალიდან ორი წლის წინ 32 მილიონ ფუნტად დაიმატა, გასულ სეზონში მან პრემიერ ლიგის 30 მატჩში 10 გოლი გაიტანა.