ნაპოლიმ გალათასარაის ვიქტორ ოსიმენი არ მიჰყიდა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დღეს ნეაპოლიტანელებმა თურქების 70-მილიონიანი შემოთავაზება გაისტუმრეს უარით, მიუხედავად იმისა, რომ გალათასარაი თანხის გადახდის საბანკო გარანტიებსაც იძლეოდა.
ნაპოლის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონი ევროს ერთი გადახდით მიღება სურს და ამის გამო, გალათასარაის შემოთავაზება უარით გაისტუმრა.
თავად ფეხბურთელისთვის კარიერის სტამბოლურ კლუბში გაგრძელება პრიორიტეტულია.
ოსიმენმა 2024/25 სეზონი იჯარით სწორედ გალაში გაატარა და თურქეთის ჩემპიონატის 30 მატჩში 26 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა.