• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ინგლისი, ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია - სად წავა აბუაშვილი?
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ინგლისი, ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია - სად წავა აბუაშვილი?

15 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბრიტანული TEAMtalk გიორგი აბუაშვილის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.


წყაროს ცნობით, ბრისტოლ სიტი ქართველი ვინგერის დამატებას ცდილობს, თუმცა მისი ხელმოწერისთვის სერიოზული კონკურენციაა გაჩაღებული.


22 წლის მარცხენა ვინგერი, რომელიც ახლა ფოთის კოლხეთში თამაშობს, ევროპის მასშტაბით რამდენიმე კლუბის ყურადღებას იქცევს. მისმა პერფორმანსებმა ინტერესი ესპანურ, ფრანგულ, პორტუგალიურ და ინგლისურ კლუბებში გამოიწვია.


აბუაშვილმა კოლხეთში 55 მატჩი ჩაატარა და 21 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. მას საქართველოს 21-წლამდე გუნდში 18 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 3 გოლია.


TEAMtalk-ის ცნობით, ერთ-ერთი პირველი კლუბი, რომელიც აბუაშვილით დაინტერესდა ბრისტოლ სიტი იყო, რომელიც მოთამაშესა და მის გარემოცვას გაზაფხულზე შეხვდა.


ინგლისური კლუბი მას სიტყვიერადაც შეუთანხმდა, თუმცა მოთამაშეს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, ჩემპიონშიფის გუნდის ინტერესი კი კვლავ დიდია.


მოლაპარაკებების გაჭიანურებამ კარი გაუხსნა სხვა გუნდებს. ბრიტანული გამოცემის მიხედვით ესპანიოლი, ხეტაფე და ელჩე ბოლო კვირებში კონკრეტულ ინტერესს იჩენენ.


აბუაშვილი თავის მხრივ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, მას სწორი პროექტის არჩევა სურს, რომელიც მას პროგრესში დაეხმარება და მისი კარიერის ახალ ეტაპზე გადაიყვანს ევროპის ერთ-ერთ ტოპ ლიგაში. ეს ზაფხული აბუაშვილის მომავლისთვის გადამწყვეტი იქნება, ბრისტოლ სიტი კი ქართველი ვინგერის გადაბირებას კვლავ ცდილობს.


გიორგის შესახებ ინფორმაცია ფრანგულ პრესაშიც ვრცელდება. როგორც იწერება, მის დამატებას აქტიურად ლიგა 2-ის გუნდი გინგამი ცდილობს და მოთამაშის დათანხმებასთან ახლოსაც არის. აბუაშვილით ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენიც ინტერესდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, უპირატესობას სწორედ გინგამი ფლობს.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჩემპიონშიფი
ლა ლიგა
ლიგა 2
ქართული ფეხბურთი
საქართველო
ტრანსფერები
ხეტაფე

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ნაპოლიმ გალათასარაის მორიგი შემოთავაზება უარყო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნაპოლიმ გალათასარაის მორიგი შემოთავაზება უარყო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსი ჯექსონს 100 მილიონ ფუნტად აფასებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსი ჯექსონს 100 მილიონ ფუნტად აფასებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ელანგა ნიუკასლის ფეხბურთელია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ელანგა ნიუკასლის ფეხბურთელია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკულ ფრენჩაიზთან დამარცხდნენ

•ქართული

ქართული

ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკულ ფრენჩაიზთან დამარცხდნენ
•ქართული

ქართული

News image

11 სთ წინ

ნაპოლიმ გალათასარაის მორიგი შემოთავაზება უარყო

News image

11 სთ წინ

ჩელსი ჯექსონს 100 მილიონ ფუნტად აფასებს

News image

11 სთ წინ

ოფიციალურად: ელანგა ნიუკასლის ფეხბურთელია

News image

13 სთ წინ

ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკულ ფრენჩაიზთან დამარცხდნენ