ზაფხულის მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკაში ადგილობრივ ფრენჩაიზ ტოიოტა ჩიტასს დაუპირისპირდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით 14-7 დასრულდა. ჩვენი მხრიდან ლელო ტაიმის ბოლოს შალვა აფციაურმა დადო, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა.
მატჩის მეორე ნახევრის სტარტზე აფციაურმა დუბლი შეასრულა, აბჟანდაძემ კი ამ შემთხვევაშიც ზუსტად შეასრულა გარდასახვა და ანგარიში 14-14 გახდა.
მასპინძელთა ზუსტ ჯარიმას თედომ ორი ჯარიმით უპასუხა და ბორჯღალოსნებმა ანგარიშში წინ გავიდნენ (17-20), თუმცა ქართველებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.
75-ე წუთზე ჩიტასმა ლელოს დადება მოახერხა და გარდასახვაც ზუსტად შესრულდა, შედეგად საბოლოო ანგარიში 24-20 დაფიქსირდა და გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.
შემდეგ თამაშს ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან 19 ივლისს გამართავენ.
ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩში საქართველო ირლანდიასთან დამარცხდა