საქართველოს რაგბის ნაკრებში ბათუმში ბრუნდება და ნოემბრის ორივე სატესტო მატჩს "აჭარაბეთ არენაზე" ჩაატარებს.
"ბორჯღალოსნები" პირველ კვირაში (8-9 ნოემბერი) კანადას შეხვდებიან, ხოლო მეორეში (15-16 ნოემბერი) - აშშ ეროვნულ ნაკრებს.
რიჩარდ ქოქრილის გუნდმა ბათუმში ბოლოს 2024 წლის ივლისში ითამაშა, როცა ფიჯისთან დამარცხდა.
გარდა ამისა, ნოემბრის მე-3 ტესტი იქნება იაპონიის ნაკრებთან - თამაში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 22 ნოემბერს გაიმართება.