ლა ლიგის მე-7 ტურში ვილიარეალმა საკუთარ მოედანზე ბილბაოს ატლეტიკი დაამარცხა.
შეხვედრა ესტადიო დე ლა სერამიკაზე გაიმართა და ყვითელი წყალქვეშა ნავის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი ცვლილებაზე შემოსულმა ალბერტო მორეირომ 77-ე წუთზე გაიტანა და ვილიარეალს ლა ლიგაში ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოუტანა.
გიორგი მიქაუტაძემ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 72-ე წუთი ითამაშა, რის შემდეგაც მწვრთნელმა შეცვალა.
ქართველმა ფორვარდმა თავი ერთი ზუსტი დარტყმით გამოიჩინა, ბურთს ჯამში 21-ხელ შეეხო და 11-დან 6 ზუსტი პასი გააკეთა. გამოცემა SofaScore-მა ჟორჟს 6.2 შეფასება დაუწერა.
ვილიარეალმა 16 ქულა დააგროვა და ცხრილის მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, ბილბაო კი 10 ქულით მე-8 პოზიციაზეა.