VIDEO: იამალის საგოლე პასი დაბრუნებიდან 1 წუთში - ბარსა ლა ლიგაში გალიდერდა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის მე-7 ტურში ბარსელონამ სოსიედადი დაამარცხა.
შეხვედრა მონტჟუიკზე გაიმართა და კატალონიელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
31-ე წუთზე რეალის ექს-ფეხბურთელმა ალვარო ოდრიოსოლამ სოსიდეადი დააწინაურა, თუმცა ბარსამ შესვენებამდე კუნდეს გოლით შეძლო წონასწორობის აღდგენა.
58-ე წუთზე ტრავმიდან 4-მატჩიანი პაუზის შემდეგ ლამინ იამალი დაბრუნდა და ზუსტად 1 წუთში რობერტ ლევანდოვსკიზე საგოლე პასი მიითვალა, რომელმაც გამარჯვების გოლი შეაგდო.
ბარსამ რეალის ფეხის დაცდენით ისარგებლა, 19 ქულა დააგროვა და ლა ლიგის ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, რეალი კი 18 ქულით მეორეზე ჩამოქვეითდა.