ლუის ენრიკემ ბარსელონასთან 1 ოქტომბრის მატჩის წინ, გუნდების საკადრო სიტუაციაზე ისაუბრა.
„ყოველთვის პოზიტივი უნდა შეინარჩუნო, ნეგატიურად ყოფნა მარტივია. საწყენია, რომ მატჩს პსჟ-ს და ბარსას მხრიდან 5-6 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოაკლდება. ეს ჩემთვისაც ცუდია, ფლიკისთვისაც და ორივე გუნდის გულშემატკივრებისთვისაც.
ხვიჩას და ვიტინიას ტრავმაზე სათქმელი არაფერი მაქვს. გამოკვლევის პასუხებს უნდა დაველოდოთ.
მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და სიტუაციის გამოსწორება ვცადოთ - ძალები საკმარისად გვაქვს, გულშემატკივრებიც დაგვეხმარებიან." - აღნიშნა ენრიკემ.
პსჟ-ს რიგებში ასევე ტრავმირებულები არიან უსმან დემბელე, დეზირე დუე და მარკინიოსი, ბარსელონადან კი რაფინია, ჟოან გარსია, გავი და ფერმინ ლოპესი.