ხვიჩა კვარაცხელიამ ოსერთან მატჩში ტრავმა მიიღო.
ქართველი ფეხბურთელი დაზიანების გამო მეორე ტაიმში მოედანზე ვეღარ გამოვიდა - მის ნაცვლად თამაშში ბრედლი ბარკოლა ჩაერთო.
ამ ეტაპზე უცნობია, რა ტიპის და სიმძიმეს ტრავმასთან გვაქვს საქმე - უახლოეს დღეებში ხვიჩა სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ყველაფერი გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერს პსჟ-ს სტუმრად ბარსელონასთან აქვს ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშო.
ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა კვარა ბარსელონასთან შეხვედრაში. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში პსჟ-ს დანამდვილებით დააკლდებიან უსმან დემბელე, დეზირე დუე, ჟოაო ნევეში და მარკინიოსი.