ლიგა 1-ის მე-6 ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე ოსერი დაამარცხა.
პარკ დე პრენსზე გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
გოლები ცეტრალურმა მცველებმა - ილია ზაბარნიმ და ბერალდომ გაიტანეს. სხვათაშორის, უკრაინელისთვის ეს პსჟ-ს მაისურით სადებიუტო გოლი აღმოჩნდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა სამწუხაროდ ტრავმა მიიღო და მეორე ტაიმზე გამოსვლა ვერ მოახერხა.
ქართველი ვარსკვლავის ტრავმის სიმძიმე უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
პსჟ-მ შუა კვირაში მარსელთან მარცხის (0:1) შემდეგ ხასიათი გამოიკეთა, ამ გამარჯვებით 15 ქულა დააგროვა და ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.