1 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში პსჟ სტუმრად ბარსელონას დაუპირისპირდება.
მატჩი ორივე მხრიდან დიდი დანაკლისით გაიმართება - ბარსას ამ შეხვედრაში გარანტირებულად დააკლდებიან მეკარე ჟოან გარსია და შეტევის ერთ-ერთი ლიდერი რაფინია. ასევე, ეჭვქვეშ არის ლამინ იამალის მონაწილეობაც, რომელმაც ბლაუგრანას ბოლო 4 მატჩი გამოტოვა ტრავმის გამო.
თუმცა, გაცილებით რთულად აქვს სიტუაცია პსჟ-ს, რომელსაც ბარსასთან ოქროს ბურთის მფლობელი უსმან დემბელე დააკლდება. ასევე, მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ დეზირე დუე, მარკინიოსი და ჟოაო ნევეში.
ოსერთან მატჩში ტრავმის გამო ბოლომდე ვერ ჩაამთავრეს ვიტინიამ და ხვიჩა კვარაცხელიამ - პორტუგალიელმა პირველივე ტაიმში დატოვა მოედანი, ქართველი კი მეორე ნახევარში აღარ გამოჩნდა მინდორზე.
ჯერჯერობით ხვიჩას და ვიტინიას ტრავმის სიმძიმეები ცნობილი არ არის, თუმცა ბარსელონასთან 3 დღეში გასამართ მატჩში მათი მონაწილეობაც სერიოზულ ეჭვებს იწვევს.
უახლოეს დღეებში კვარაცხელია შემოწმებას ჩაიტარებს, სადაც გაირკვევა მისი ტრავმის სიმძიმე და მოუწევს თუ არა უახლოესი მატჩების დახმარება.