მადრიდის რეალის ორივე მარჯვენა მცველი ტრავმირებულია.
გუშინდელ მადრიდულ დერბიში დაზიანება დანი კარვახალმა მიიღო - ესპანელმა მარჯვენა ფეხის კუნთი დაიზიანა და წინასწარი პროგნოზებით, 4 კვირას გამოტოვებს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო მინიმუმ ხუთ მატჩში რეალს ჯანმრთელი მარჯვენა მცველი არ ეყოლება.
კარვახალიც და არნოლდიც ნამდვილად გამოტოვებენ შემდეგ თამაშებს: კაირატთან, ვილიარეალთან, ხეტაფესთან, იუვენტუსთან და ბარსელონასთან.
ამ ეტაპზე რეალს ტრავმირებულებში კარვახალისა და არნოლდის გარდა ანტონიო რუდიგერიც ჰყავს.